თავში

საუდის არაბეთში ძაღლების კაფე გაიხსნა - PHOTO

​საუდის არაბეთში ძაღლების კაფე გაიხსნა
საუდის არაბეთში ძაღლების კაფე გაიხსნა - PHOTO

საუდის არაბეთში ძაღლების მფლობელებს შეუძლიათ, ისიამოვნონ კაფეში ფინჯანი ყავით ისე, რომ ოთხფეხა ცხოველები სახლში მარტო არ დატოვონ. პირველად ქვეყნის ისტორიაში, ამ ისლამურ სახელმწიფოში ძაღლების კაფე გაიხსნა. ინფორმაციას Times of India ავრცელებს. 

ისლამში ძაღლი, კატისგან განსხვავებით, ბოროტ სულად ითვლება და მთელ რიგ სახელმწიფოებში, საჯარო ადგილებში მისი გამოჩენა აკრძალულია. საუდის არაბეთში რელიგიური პოლიცია კრძალავდა ქუჩაში ძაღლის გამოჩენას. ამბობდა, რომ მამაკაცები ძაღლებს ქალების მოსატყუებლად იყენებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანამ ამ თვალსაზრისით რეფორმების გატარება დაიწყო და დღეს ქუჩაში შინაური ცხოველის გამოჩენა უკვე ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ცვლილებები უფლისწულის მუჰამედ ბინ სამლანის "ხედვა 2030" პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი კაფეები ქუვეითში უკვე არსებობს და ეს იდეა საუდის არაბეთში სწორედ ქუვეითიდან გაიზიარეს. კაფე სახელად The Barking Lot კარს უღებს ძაღლებს და მათ პატრონებს. ეს არის ადგილი, სადაც ერთნაირად კომფორტულად იგრძნობს თავს ცხოველიცა და მისი პატრონიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system