თავში

საუდის არაბეთში ქალებს მამაკაცებთან ერთად რესტორანში შესვლის უფლება დართეს

​საუდის არაბეთში ქალებს მამაკაცებთან ერთად რესტორანში შესვლის უფლება დ
საუდის არაბეთში ქალებს მამაკაცებთან ერთად რესტორანში შესვლის უფლება დართეს

საუდის არაბეთში რესტორნებს ორი შესასვლელის მოწყობის აუცილებლობა აღარ ექნებათ. ქვეყანაში ქალებს მამაკაცებთან ერთად კვების ობიექტებში შესვლის უფლება დართეს.

მანამდე რესტორნებს ორი შესასვლელი ჰქონდათ: ცალკე - ქალებისა და ოჯახებისთვის, ცალკე - მამაკაცებისთვის. გარდა ამისა, ზონები რესტორნის შიგნითაც გაყოფილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რესტორანმა მკაცრი შეზღუდვა გააუქმა და ინდივიდუალური შესასვლელების მიუხედავად, ქალებსა და მამაკაცებს ერთ ზონაში დასხდომის უფლებას აძლევდა, ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა მათ კვების სხვა ობიექტები.

საუდის არაბეთის მუნიციპალიტეტებისა და სასოფლო რაიონების სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდივიდუალური შესასვლელების პრაქტიკაზე უარის თქმა და ზონების გაერთიანება სავალდებულო არ არის და რესტორნების მეპატრონეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სიახლეს დანერგავენ თუ ძველ ტრადიციებს შეინარჩუნებენ.

ასევე უცნობია, როდის შეეხება ცვლილებები სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებს, მაგალითად სკოლებსა და საავადმყოფოებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system