თავში

საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლის დაჭრა სცადეს

​საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლის დაჭრა სცადეს
საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომლის დაჭრა სცადეს

საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც საფრანგეთის საკონსულოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაესხა თავს. ინფორმაციას Independent ავრცელებს. თავდამსხმელი ბასრი საგნით იყო შეიარაღებული. დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთში მცხოვრები საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, ერთ-ერთ მოკლულ ქალს კი თავი მოჰკვეთა. ქალაქის მერმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system