თავში

"საუკეთესო ჯოშის" ტიტული 5 წლის ჯოშმა მოიპოვა

"საუკეთესო ჯოშის" ტიტული 5 წლის ჯოშმა მოიპოვა
საუკეთესო ჯოშის ტიტული 5 წლის ჯოშმა მოიპოვა

აშშ-ში, ნებრასკაში, ლინკოლნის პარკში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა სახელი ჯოში იყო. ისინი მონაწილეობას იღებდნენ Josh Fight-ში, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო "ჯოში" გამოვლინდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს.

Josh Fight-ის იდეა 22 წლის ჯოშ სვეინს ეკუთვნის, რომელმაც პანდემიის დროს, მოწყენილობისგან მის სეხნიებს მისწერა და შესთავაზა შეკრებილიყვნენ, მოეწყოთ ტურნირი და მასში გამარჯვებული შეძლებდა საკუთარი სახელის და გვარის შენარჩუნებას, ყველა დამარცხებული კი მას შეიცვლიდა. 

ღონისძიება მოგვიანებით ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა და ასე აღმოჩნდა ასობით ადამიანი ლინკოლნის პარკში. 

ფესტივალი დაიწყო "ქაღალდი, ქვა, მაკრატელის" ჩემპიონატით, შემდეგ კი აუზის პირას დუელები გაიმართა. 

საბოლოოდ Josh Fight-ში, 5 წლის "პატარა ჯოშმა" გაიმარჯვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system