თავში

სავანაში, ჯორჯიას შტატში რეკორდული რაოდენობის კოკაინი აღმოაჩინეს

სავანაში, ჯორჯიას შტატში რეკორდული
სავანაში, ჯორჯიას შტატში რეკორდული რაოდენობის კოკაინი აღმოაჩინეს

გასულ კვირას სავანას პორტში რეკორდული რაოდენობის, 2.133 ფუნტი კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც 31 მილიონი ა.შ.შ დოლარია. საბაჟო და სასაზღვრო დაცვამ უცნაური კონტეინერი შენიშნა, რომელიც ჯართით უნდა ყოფილიყო სავსე. როდესაც ოფიცრებმა კონტეინერი გახსნეს, 21 შოტლანდიური დუფელის ხის ჩანთა აღმოაჩინეს, რომელიც კოკაინის პაკეტებით იყო გატენილი. 

კონტეინერი სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში იგზავნებოდა. სამართალდამცავები ამჟამად ეჭვმიტანილებს ეძებენ. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს დაადგინოს, როდის მოათავსეს კონტეინერში ნარკოტიკი და ვის ეკუთვნის ის. 

    

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system