თავში

სავარაუდო დაინფიცირებულებს იძულებით იზოლაციაში მოათავსებენ

სავარაუდო დაინფიცირებულებს იძულებით იზოლაციაში მოათავსებენ
სავარაუდო დაინფიცირებულებს იძულებით იზოლაციაში მოათავსებენ

დიდი ბრიტანეთში, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. 4 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ოთხივეს კონტაქტი ჰქონდათ ბიზნესმენთან, რომელსაც კორონავირუსი ბრაიტონში, გასულ კვირას დაუდგინეს. მას ვირუსი სინგაპურში, სამეცნიერო კონფერენციაზე ვიზიტისას შეეყარა.

ბიზნესმენი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებამდე, საფრანგეთში, კალეს სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა, სადაც დანარჩენი 4 ბრიტანელი მისგან დაინფიცირდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხედ აღიარა და მასთან საბრძოლველად გარკვეული სტრატეგია შეიმუშავა, სადაც ხელისუფლება გარკვეული უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ადამიანებს, რომლებსაც ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდებათ და საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ სხვათა ჯანმრთელობისთვის, მათი ნება-სურვილის გარეშე, კარანტინში მოათავსებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system