თავში

სავარაუდოდ, სად ჩამოვარდება 22 ტონიანი ჩინური რაკეტა?

სავარაუდოდ, სად ჩამოვარდება 22 ტონიანი ჩინური რაკეტა?
სავარაუდოდ, სად ჩამოვარდება 22 ტონიანი ჩინური რაკეტა?

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი ჩინური რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. 

მეცნიერები განმარტავენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას რაკეტის უდიდესი ნაწილი დაიშლება და დედამიწის ზედაპირამდე, სავარაუდოდ, მისი მცირე ნაწილები მოაღწევს.

ორბიტაში შემოსვლისა და ნამსხვრევების შესწავლის ცენტრის (CORDS) გამოთვლებით, უახლესი ინფორმაციით, რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ,  ახალი ზელანდიის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთის კუნძულის მახლობლად შემოვა. თუმცა, მეცნიერთა განმარტებით, აღნიშნული ვარაუდი, რა თქმა უნდა, ზუსტი არ არის. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის ნაწილები, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე, სავარაუდოდ, შაბათ საღამოს, ან კვირას დილით დაეცემა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.

30 მეტრის სიგრძისა და 22 ტონა სიმძიმის რაკეტა კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხეულია, რომელიც უკონტროლოდ შემოვა ატმოსფეროში.

პენტაგონი ვარაუდობს, რომ რაკეტა წყნარ ოკეანეში დაეცემა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იმედი გამოთქვა, რომ ხომალდი ოკეანის იმ ნაწილში ჩავარდება, სადაც ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system