
კორონავირუსი და მისი მუტირებული ვარიანტები სულ ახალ-ახალ პრობლემებს ქმნის მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამის შემდეგ იზოლაციაში მოქცეული ბრიტანეთი და მისი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დგანან.
სოფლის მეურნეობის ტექნიკის იმპორტიორი ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელი რიჩარდ ლოიდი აცხადებს, რომ მას კომპანიის ერთ-ერთი მძღოლის ოჯახი დაუკავშირდა და ტრასაზე გაჩერებული მძღოლისთვის როგორმე საკვების, ან თუმდაც პურის მიწოდება ითხოვა.
რიჩარდ ლოიდის თქმით, პანდემიამ რეისში მყოფ მძღოლებს წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა. უმკაცრესი შეზღუდვების პირობებში, შემოწმებისა და ტესტის მოლოდინში საზღვართან გრძელ რიგებში გაჩერებულებს არა აქვთ არა მარტო ტუალეტითა და შხაპით სარგებლობს საშუალება, მათ უჭირთ საკვების ყიდვაც.
საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა საკუთარ მოქალაქეებსა და სატვირთო მანქანის მძღოლებს, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს. ლოიდის თქმით, მძღოლები მანქანებს არ ტოვებენ, რომ რიგი არ დაკარგონ, ტესტირება და ყველა სავალდებულო შემოწმება მალე გაიარონ და საშობაოდ სახლში დაბრუნება შეძლონ.