თავში

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილმა უარი თქვა აშშ-ში ელჩობაზე

ბრაზილია შვილი
ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილმა უარი თქვა აშშ-ში ელჩობაზე

პარლამენტარმა ედუარდო ბოლსონარუმ აშშ-ში ბრაზილიის ელჩად დანიშვნაზე უარი განაცხადა. 35 წლის პოლიტიკოსი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს შვილია. ელჩად წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, ედუარდო ბოლსონარუ კონგრესის ქვედა პალატაში მამის სოციალ-ლიბერალური პარტიას ჩაუდგა სათავეში.

პარტია ამ ეტაპზე პოლიტიკურად არასტაბილურ მდგომარეობაშია. კენჭისყრის შემთხვევაში, ედუარდო ბოლსონარუ დარწმუნებული არ იყო, მიიღებდა თუ არა კონგრესში შესაბამის მხარდაჭერას.

ედუარდო ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მისი ბრაზილიაში დარჩენა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებულ შტატებში დიპლომატიური მოღვაწეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system