თავში

საუდის არაბეთი პირველად ისტორიაში ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს

​საუდის არაბეთი პირველად ისტორიაში ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს
საუდის არაბეთი პირველად ისტორიაში ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს

საუდის არაბეთის ულტრაკონსერვატული სამეფო ტურისტებისთვის ღია ხდება. სახელმწიფოს ისტორიაში პირველად ქვეყანა ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს. გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ნავთობის ეკონომიკიდან დივერსიფიცირებაა.

რეფორმა სახელწოდებით „2030 წლის ხედვა“, ქვეყნის ნავთობის შემდგომი ეპოქისთვის მომზადებას ითვალისწინებს. რეფორმის იდეა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაა, სამეფო ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბენ სალმანს ეკუთვნის.

უფლისწულის ინიციტიატივა საუდის არაბეთში სავთობკომპანიებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებს მალევე მოჰყვა, რამაც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე შექმნა და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე მღელვარება გამოიწვია.

Bloomberg News -ის განცხადებით, 49 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ტურისტულ ვიზებზე ონლაინ განაცხადების მიღება უკვე ხვალიდან, 28 სექტემბრიდან დაიწყება.

სამეფო ასევე უცხოელი ქალებისთვის მკაცრი დრესკოდის შემსუბუქებას გეგმავს, თუმცა, მათ მოკრძალებულად ჩაცმა მაინც მოეთხოვებათ.

დღემდე საუდის არაბეთში ვიზები ძალიან შეზღუდულად, მხოლოდ სამუშაოს მაძიებელი რეპატრიანტებისთვის და მექასა და მედინაში მუსლიმი მომლოცველებისთვის გაიცემოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system