თავში

სომალიში ექსტრემისტებმა სამხედრო ობიექტებზე ორი ტერაქტი განახორციელეს

​სომალიში ექსტრემისტებმა სამხედრო ობიექტებზე ორი ტერაქტი განახორციელეს
სომალიში ექსტრემისტებმა სამხედრო ობიექტებზე ორი ტერაქტი განახორციელეს

სომალიში, ისლამისტმა ექსტრემისტებმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამხედრო ობიექტებზე ორი შეტევა განახორციელეს.

სომალის არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სომალის მეამბოხე ექსტრემისტების დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრებმა იერიში მიიტანეს ბელიდოგლის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-სა და სომალის სამხედრო ძალებია განლაგებული. სომალის არმიის მაღალჩინოსნის, გენერალ აჰმედ იუსუფის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროდრომის შესასვლელთან, მანქანაში, თავი აიფეთქა. შემდეგ ტერორისტებმა ბაზაზე შეაღწიეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. პასუხისმგებლობა აფეთქებებზე „ალ-შაბაბის“ წევრებმა უკვე აიღეს.

ბელიდოგლის აეროდრომს ამერიკული მხარე უპილოტო თვითმფრინავებისთვის იყენებს, რითაც ექსტრემისტების ობიექტებზე შეტევა ხორციელდება. ავიაბაზაზე ასევე სომალელი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს.

სამხედრო ბაზის პარალელურად, მეორე შეტევა იტალიელი სამშვიდობოებზე მოხდა. ტერორისტის სამიზნე მშვიდობისმყოფელები იყვნენ, თუმცა აფეთქება უფრო მოშორებით, დასახლებულ პუნქტში მოხდა. არიან დაშავებულები და დაჭრილები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system