თავში

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

​იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

იაპონიაში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულებსა და დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.დაშავებულია 220 ადამიანი. ადიდებული მდინარეების უმეტესობა უკვე დაუბრუნდა კალაპოტს, თუმცა ზოგი მათგანის დონე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ევაკუირებული მოსახლეობა ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში რჩება.

კუნძულ ჰონსუიზე 52 მდინარის ადიდების შედეგად დატბორილია თითქმის ყველა სახლი. მდინარეების დონემ 2 მეტრით აიწია. განსაკუთრებული ზარალი ფუკუსიმას პრეფექტურაში მცხოვრებ მოსახლეობას მიადგა. ადგილი, სადაც 2011 წელს სტიქიის შედეგად ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, ტაიფუნის შეტევის ყველაზე ძლიერი ეპიცენტრი ისევ გახდა. ქუჩები ნანგრევებითა და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთებითა სავსე. მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც სტიქიის დროს ევაკუაცია ვერ მოასწრო, თავს დატბორილი სახლების მეორე სართულს აფარებს.

იაპონიის მთავრობა ეკონომიკური ზარალის რეაბილიცატიისთვის 6.5 მილიონ დოლარს გამოყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system