თავში

ირანში დაკავებულ რუს ჟურნალისტს ირანმა ჯაშუშობის ბრალი არ წაუყენა

ირანი ქალი
ირანში დაკავებულ რუს ჟურნალისტს ირანმა ჯაშუშობის ბრალი არ წაუყენა

რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი ირანში სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და არა ჯაშუშობისთვის. ინფორმაციას, ირანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს. შესაბამისად, ირანის სასამართლო, იუზიკის საქმეს, სწარაფად განიხილავს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი, რაც მინიმუმ 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

იულია იუზიკი ირანის დედაქალაქ თეირანში 3 ოქტომბერს დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი წლების წინ თეირანში კორესპონდენტად მუშაობდა, ოქტომბრის დასაწყისში კი ირანში რამდენიმე დღით ისევ გაემგზავრა. იუზიკს აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებისას დაუბრუნებდნენ. მოგვიანებით კი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრებმა სასტუმროს ნომერში დააკავეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუზიკის დაკავების საქმეზე თეირანიდან სასწრაფოდ ელჩი გამოიძახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system