თავში

ბრიტანული დროშით მცურავმა გემმა, 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ირანის პორტი დატოვა

გემი წავიდა
ბრიტანული დროშით მცურავმა გემმა, 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ირანის პორტი დატოვა

ირანული მხარის მიერ ივლისში, ჰორმუზის სრუტეში დაკავებული, ბრიტანეთის დროშით მცურავი გემი Stena Impero, ირანს ტოვებს და გეზს დუბაისკენ იღებს. Stena Impero-მ, 2 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ირანული პორტი ბანდარ აბასი დილის 9 საათზე დატოვა. გემის ახალი დანიშნულების ადგილი პორტი რაშიდია.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, 27 კაციანი ეკიპაჟით, ივლისში, ჰორმუზის სრუტეში, არაბული ქვეყნებიდან, სპარსეთის ყურის გავლით, ნავთობის არალეგალურად გადატანის ბრალდებით დააკავა. ირანული მხარის თქმით, ჰორმუზის სრუტეში, სადაც მსოფლიო ნავთობის 20 პროცენტი გადააქვთ, Stena Impero-ს, ირანული მხარის კონტროლის თავიდან აცილებეის მიზნით, დევნის მოწყობილობა გამორთული ჰქონდა.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა, ბრიტანული სამხედრო ძალების დახმარებით, გიბრალტარის სრუტეში ირანული გემის დაკავება.ირანულ ტანკერს 130 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა. ირანს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში დასდეს ბრალი და განაცხადეს, რომ ნავთობი სირიის რეჟიმისთვის იყო განკუთვნილი.

ირანული მხარის განცხადებით, გემი Stena Impero გათავისუფლებულია, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია ტანკერის დაკავებული ეკიპაჟის წევრების ბედი. გემის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანულმა მხარემ 7 ტყვე გაათავისუფლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system