თავში

აშშ ევროპული პროდუქტების ტარიფებზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გამართავს

პომპეო ღვინო
აშშ ევროპული პროდუქტების ტარიფებზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ევროპულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებას გამართვას. ეს განცხადება პომპეომ იტალიაში ვიზიტისას გააკეთა. 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ქვეყნის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ -, განაცხადა პომპეომ. თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროპასთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები უსამართლო იყო.

ევროპული სახელმწიფოების მიერ კონცერნ Airbus-ის სუბსიდირების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპულ ღვინოსა და ყველზე, შესაძლოა, გადასახადი დააწესოს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, ევროპული ავიასამშენებლო კონცერნ Airbus-ის სუბსიდირების გამო, აშშ-ს 7,5 მილიარდი დოლარის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების მისამართით საპასუხო სავაჭრო ზომების განხორციელების ნება დართო.

აშშ-მ განაცხადა, რომ ის Airbus-ის ევროპულ თვითმფრინავებზე და 25%-იან გადასახადს ფრანგულ ღვინოზე, ევროპულ ყველსა და შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკიზე 10%-იან ტარიფს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system