თავში

ისრაელის ცესკო არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს

​ისრაელის ცესკო არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნების დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, ცენტრისტულმა ბლოკმა „კახოლ-ლავანმა“ 33 მანდატი მიიღო, ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდმა“ კი - 32 (და არა 31, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნათქვამი). არაბების გაერთიანებულმა სიამ - 13, ისრაელის ულტრა-რელიგიურმა პარტიამ -9, პარტიამ „ ისრაელი ჩვენიმ სახლია“ -8, „ თორის ებრაელობამ“ – 7 (და არა 8), მემარჯვენე „იამინამ“ – 7, „ავიდორ გერეშმა“- 6 და „დემოკრატიულ ბანაკმა“-5.

17 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, ისრალში კოალიციური მთავრობის ფორმირება დღემდე ვერ ხერხდება. „კახოლ ლავანისა“ და "ლიკუდის" ლიდერები ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ვერ შეთანხმდნენ, ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს და უხელმძღვანელებს მინისტრთა ახალ კაბინეტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system