თავში

"სექსი დიდ ქალაქში" - HBO Max-მა ახალი სეზონის თიზერი გაავრცელა - VIDEO

"სექსი დიდ ქალაქში" - HBO Max-მა ახალი სეზონის თიზერი გაავრცელა
სექსი დიდ ქალაქში - HBO Max-მა ახალი სეზონის თიზერი გაავრცელა - VIDEO

ცნობილია, რომ სტრიმინგსერვისსზე HBO Max საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელება გამოვა. 

დიდი ხნის ნანატრი "სექსი დიდ ქალაქში", 10-ეპიზოდისგან შემდგარი ახალი სერიალი - "და სწორედ ასე", გულშემატკივრებს პირველი თიზერით მიესალმა. 

მაყურებელს შეეძლება თვალი ადევნოს ნიუიორკელი ქალბატონების რომანტიკულ, საქმიან და ემოციურ თავგადასავლებს. სერიალში კვლავ გაიბრწყინებენ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი. პროექტში დაბრუნებაზე უარი თქვა თანავარსკვლავედის წევრმა კიმ კატრალმა. 

სერიალის პროდიუსერების თქმით 50 წელს მიღწეული მომხიბვლელი ქალბატონები საკუთარი ცხოვრების რეალურად ამაღელვებელ მომენტებს ახალ სახეებთან ერთად გადმოგვცემენ. 

ახალი თიზერი სულ 50 წამიანია და მაყურებელს პირველ წარმოდგენას უქმნის პროდუქტზე, რომლის პრემიერაც 9 დეკემბერს HBO Max-ზე შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system