თავში

" სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ და კოცნაზე უარი თქვით"

" სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ და კოცნაზე უარი თქვით"
 სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ და კოცნაზე უარი თქვით

კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა გამოაქვეყნა განცხადება კორონავირუსის დროს სექსუალური უსაფრთხოების შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ წყვილმა სექსის დროს პირბადე უნდა გამოიყენოს და კოცნაზე უარი თქვას, რათა კორონავირუსისგან თავი დაიცვას.

”სექსუალური ცხოვრება ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, COVID-19 ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს ქმნის და გარკვეული შეზღუდვები სექსის დროს აუცილებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

ექიმი აზუსტებს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირება სექსუალური გზით პრაქტიკულად შეუძლებელია, კოცნითა და ჩახუტებით დაინფიცირების შანსი მაღალია. კანადელი ექიმი მოუწოდებს ყველას, პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებამდე დარწმუნდეს, რომ მას კორონავირუსის სიმპტომი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან კონტაქტი დაუშვებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system