თავში

სელინ დიონს არ სურს, რომ დრეიკმა მისი სახე სხეულზე დაიხატოს

სელინ დიონს არ სურს, რომ დრეიკმა მისი სახე სხეულზე დაიხატოს
სელინ დიონს არ სურს, რომ დრეიკმა მისი სახე სხეულზე დაიხატოს

iHeartRadio Canada-სთან ინტერვიუში ცნობილმა მომღერალმა სელინ დიონმა დრეიკს  თხოვნით მიმართა.

„შეგიძლია მომწერო სასიყვარულო წერილები. გამომიგზავნო ავტოგრაფები ჩემი შვილებისთვის. მეწვიო სტუმრად ლანჩსა და სადილზე. დასალევადაც წავიდეთ ერთად. შემიძლია გავიცნო დედაშენი, გავაკეთოთ ის რაც გინდა, მაგრამ, გთხოვ ტანზე ჩემი სახე არ დაიხატო“, - განაცხადა მომღერალმა.

სელინის აზრით, მისი სახე დრეიკის კანზე ასაკის მატებასთან ერთად ფორმას დაკარგავს.

„როცა დაბერდები ჩემი სახე ჩამოიწელება და ისეთი საყვარელიც ვეღარ იქნება, როგორსაც თავიდან დაიხატავ. თუ ამას მაინც გადაწყვეტ, დროებითი ვერსია გაიკეთე“, - თქვა მომღერალმა.

რეპერი დრეიკი მისი ტატუებისადმი სიყვარულით ცნობილია. ის სხეულზე მუზებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე გავლენიან პირებს იხატავს. ტანის ზედა ნაწილზე, მკერდთან მომღერალ შადეის გამოსახულება უკვე ახატია და ახლა მისი კოლექციის გამდიდრება სურს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system