თავში

სენატმა ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა

​სენატმა ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა
სენატმა ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქვეყნის სახელმწიფო მინისტრად ენტონი ბლინკენს დაუჭირა მხარი და კანდიდატურა დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას გადასცა. კენჭისყრა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. დამტკიცების შემდეგ 58 წლის ბლინკენი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ფიცს დადებს.

გასულ კვირაში სენატში მოსმენისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საერთაშორისო ალიანსებს ააღორძინებს და გააძლიერებს. ბლინკენმა ასევე გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობის შეჩერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში ევროკავშირში პარტნიორების დარწმუნებას შეცდება

ბლინკენის თქმით, აშშ დაეხმარება რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინას, მხარს დაუჭერს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ალიანსში ისეთი სახელმწიფოების გაერთიანებას, როგორიც საქართველოა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system