თავში

სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მოწმეების დაკითხვას მხარი დაუჭირა

სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მოწმეების დაკითხვას მხარი დაუჭირა
სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მოწმეების დაკითხვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების დაკითხვას მხარი დაუჭირა. 

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების დაკითხვის მომხრედ 55 სენატორი გამოვიდა, 45 კი წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ხუთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღდეგ ხმა სულ მცირე 17 რესპუბლიკელმა უნდა მისცეს.

სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს 6 იანვრის „ამბოხის წახალისებაში“, რომლის დროსაც მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში 13 იანვარს გამოუცხადა. დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მას მომავალში ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system