თავში

სენატში რესპუბლიკელების პოზიციის გამო შტატებს "შათდაუნი" ელოდება

​სენატში რესპუბლიკელების პოზიციის გამო შტატებს "შათდაუნი" ელოდება
სენატში რესპუბლიკელების პოზიციის გამო შტატებს შათდაუნი ელოდება

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა სახელმწიფო ვალის შეზღუდვების გაზრდის, ასევე 3 დეკემბრამდე მთავრობის დროებით დაფინანსების საკანონმდებლო ინიციატივის მიღების პროცედურა დაბლოკეს. ეს ნიშნავს, რომ ამან, უკვე პარასკევს, შესაძლოა, "შათდაუნი" გამოიწვიოს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

პროცედურული კენჭისყრაზე კანონპროექტზე დებატების გამართვას მხოლოდ 48 სენატორმა დაუჭირა მხარი. საკითხს კი 60 ხმა სჭირდებოდა. 50 წინააღმდეგი იყო. ინიციატივას მხარი არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატიული უმრავლესობა აქვს, კანონპროექტი წინა დღით მიიღო. დოკუმენტი ადგენს, რომ 1 ოქტომბრიდან, როდესაც აშშ-ში ახალი ფისკალური წელი ოფიციალურად იწყება, ფედერალური უწყებების დაფინანსება გაგრძელდება დეკემბრის დასაწყისამდე იმ თანხებით, რომელიც წინა ფისკალური წლის განმავლობაშია დადგენილი.

გარდა ამისა, კანონპროექტი საშუალებას იძლევა, გაიზარდოს სახელმწიფო ვალის შეზღუდვა, რათა ქვეყანამ მომავალ თვეში დეფოლტი თავიდან აიცილოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system