თავში

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს
სენატში  ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს

კონგრესის ქვედა პალატის წარმომადგენლებმა სენატს აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია გადასცეს.

ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ერთი და იგივე პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხი ორჯერ აღიძვრება და ამ ეტაპზე ის უკვე მოქმედი პრეზიდენტი აღარ არის.

პროცესი 8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება. ტრამპს ერთი ბრალი -- ამბოხის წახალისება აქვს წაყენებული. სენატმა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ექსპრეზიდენტის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და არეულობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. 

ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მანამდე ტრამპს იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატამ გასული წლის იანვარში გამოუცხადა.

სენატის მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა და რაიმე საჯარო პოსტის დაკავება აეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system