თავში

სენეგალის დაცულ ტერიტორიაზე ათასამდე მკვდარი ვარხვი იპოვეს

სენეგალის დაცულ ტერიტორიაზე ათასამდე მკვდარი ვარხვი იპოვეს
სენეგალის დაცულ ტერიტორიაზე ათასამდე მკვდარი ვარხვი იპოვეს

UNESCO-ს მიერ სენეგალში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე 1000-მდე მკვდარი ვარხვი იპოვეს. ამის შესახებ პარკის დირექტორმა განაცხადა.

რეინჯერებმა მკვდარ ფრინველებს  23 იანვარს იმ ადგილას მიაკვლიეს, რომელსაც გადამფრენები დასასვენებლად იყენებდნენ. 

"ჩვენ გარკვეული ნიმუშები ავიღეთ იმ იმედით, რომ გავიგებთ, რამ გამოიწვია ვარხვების სიკვდილი", - განაცხადა სენეგალის პარკის დირექორმა, ბოკარ ტიამმა. 

მთლიანობაში ადგილზე 750 ვარხვი იპოვეს რომელთაგანაც 10 ახალდაბადებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პარკში 350-მდე ფრინველის სახეობაა და მსგავსი რამ მხოლოდ ვარხვებს შეემთხვათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system