თავში

სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერი დაჭრეს

​სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერი დაჭრეს
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერი დაჭრეს

კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოს, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრი რალფ გონსალვესი დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაჭრეს. ინფორმაციას პორტალი Loop News ავრცელებს.

ამჟამად მთავრობის მეთაური საავადმყოფოში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო რეფორმის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ მას მძიმე საგანი ესროლა, რაც თავის ტრავმის მიზეზი გახდა. გონსალვესი ამ დროს პარლამენტის სხდომაზე ბრუნდებოდა.

მთავრობის მეთაურის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშა.

"გონსალვესი არ ეწინააღმდეგება მშვიდობიან დემონსტრაციებს, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის სრულიად მიუღებელია. ასეთი ქმედება ექვემდებარება უპირობო დაგმობას. წამახალისებელი და კულისის უკან მყოფი ავტორები თანაბრად უნდა დაისაჯონ", - აღნიშნულია პრემიერის კანცელარიის განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის კანონში რიგ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ საჯარო მოხელეების სავალდებულო ვაქცინაციასაც გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system