თავში

სერგეი ლავროვი ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

​სერგეი ლავროვი ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლებს
სერგეი ლავროვი ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება, შესაძლოა, რუსმა სამხედრო დამკვირვებლებმა განახორციელონ, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებზეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

"ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან", - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირება უკვე არსებული შეთანხმებების განხორციელების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

"წინადადებები, რომლებიც თანათავმჯდომარეებმა შეიმუშავეს და კვლავაც მუშაობენ, მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება. მათი შინაარსი უკვე ცნობილია. ეს ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონების ეტაპობრივი, თანმიმდევრული გათავისუფლებაა, ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიის დაცვითა და უზრუნველყოფით, ვიდრე ყარაბაღის საბოლოო სტატუსი არ იქნება განსაზღვრული", – აღნიშნა ლავროვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system