თავში

სერიალ "ამერიკული ღმერთების" გაგრძელების თრეილერი გამოვიდა - VIDEO

​სერიალ "ამერიკული ღმერთების" გაგრძელების თრეილერი გამოვიდა
სერიალ ამერიკული ღმერთების გაგრძელების თრეილერი გამოვიდა - VIDEO

ნილ გეიმანის რომანის მიხედვით გადაღებული პროექტის მესამე სეზონის ოფიციალური თრეილერი "ამერიკული ღმერთების" YouTube არხზე-ზე გამოქვეყნდა. მასში ისევ გამოჩნდებიან რიკი უიტლი, ემილი ბრაუნინგი, იან მაკშეინი, ბრიუს ლენგლი, იეტიდ ბადაკი, დემორ ბარნსი და ომიდ აბტაჰი. ახალ სახეებს შორის კი მაყურებელი მერლინ მენსონს, დენი ტრეხოს და ივან რეიონს იხილავს.

”მე-3 სეზონისთვის გვინდოდა, ყურადღება პერსონაჟებსა და მათ მოგზაურობებზე გაგვემახვილებინა. ასევე ვიცოდით, რომ კიდევ ერთხელ გვინდოდა ამერიკის მრავალფეროვნების უფრო მეტად წარმოჩენა. გვესაუბრა მიგრანტებზე, რომლებიც ამ შესანიშნავ ქვეყანაში მოხვდნენ და თავიანთი ღმერთები თან ჩამოიტანეს", - განაცხადა ნილ გეიმანმა.

"ამერიკული ღმერთების" გაგრძელების პრემიერა 11 იანვარს Amazon Prime Video–ზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system