
HBO Max- მა, ამერიკული სერიალის Raised by Wolves ახალი სერიის კადრები YouTube-ზე გამოაქვეყნა.
ვიდეოში მაყურებელს შეუძლია, ნახოს 7-წამიანი ჩანართი, სადაც ნაჩვენებია ბრიტანელი რეჟისორისა და პროდიუსერის, რიდლი სკოტის ახალი სერიის კადრები.
სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალი რიდლი სკოტმა და აარონ გუზიკოვსკიმ შექმნეს. 2019 წლის 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალი HBO Max-ზე გავა ეთერში.
სერიალის სიუჟეტის ცენტრშია ორი ანდროიდი ("დედა" და "მამა"), რომლებიც იდუმალ პლანეტაზე ადამიანის შვილებს ზრდიან. ადამიანების კოლონიის ზრდასთან ერთად, ანდროიდები ადამიანების პოპულაციაში რელიგიური კონფლიქტების პრობლემას აწყდებიან და მათ მოგვარებას ცდილობენ.
თეკო გიორგაძე
ავტორი