თავში

სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 29 წლის შემდეგ დააკავეს

​სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 29 წლის შემდეგ დააკავეს
სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 29 წლის შემდეგ დააკავეს

აშშ-ში დააკავეს სატვირთო მანქანის ყოფილი მძღოლი, რომელიც 1991-1992 წლები მომხდარ რამდენიმე მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

59 წლის კლარკ პერი ბოლდუინს ბრალად სამი მკვლელობა ედება: 1991 წელს ტენესის შტატში და 1992 წელს უაიომინგის შტატში ჩადენილი 2 მკვლელობა.

1991 წელს ტენესის შტატში იპოვეს 33 წლის ფეხმძიმე ქალის პამელა როუზის ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ სატვირთოს მძღოლთან ერთად მგზავრობდა. ქალი დამხრჩვალი იყო. მაშინ მკვლელი ვერ იპოვეს და გამოძიება ვერ დასრულდა. გაუხსნელი დარჩა უაიომინგის შტატში ჩადენილი 2 მკვლელობაც, სადაც მსხვერპლთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

2014 წელს ოლქის პროკურორმა გამომძიებლებს გაუხსნელი საქმეების გამოძიება დაავალა. პამელა როუზის ბიოლოგიურ მასალაში პოლიციამ აღმოაჩინა დნმ და მონაცემთა ბაზაში გადაგზავნა. მოგვიანებით ეს დნმ 1992 წელს ჩადენილი მკვლელობების ადგილას აღმოჩენილ დნმ-ს დაემთხვა. საერთო იყო მკვლელობის ხელწერაც. ამის შემდეგ სამართალდამცავები კლარკ პერი ბოლდუინის კვალზე გავიდნენ. პოლიციამ იგი აიოვას შტატში დააკავა.

სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე ჯერ ტენესის შტატში წარდგება, სადაც პამელა როუზის მკვლელობის საქმეს განიხილავენ. შემდეგ კი უაიომინგის მკვლელობების საქმის განხილვა დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system