თავში

სერიული მოძალადე შეწყალებიდან რამდენიმე წელიწადში სიკვდილით დასაჯეს

​სერიული მოძალადე შეწყალებიდან რამდენიმე წელიწადში სიკვდილით დასაჯეს
სერიული მოძალადე შეწყალებიდან რამდენიმე წელიწადში სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთის იუანის პროვინციაში სერიული მკვლელი სუნ სიაგო შეწყალებიდან რამდენიმე წელიწადში სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CCTV ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, 1994-დან 1997-წლამდე პერიოდში სუნ სიაგომ უამრავი ქალი და არასრულწლოვანი მოზარდი გააუპატიურა, რომლებსაც წინასწარ იტაცებდა. 1998 წელს მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა 1999 წელს სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს. 2010 წელს სასამართლომ სიაოგო გაათავისუფლა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ სიაოგომ რესტორნის, სასტუმროს ბიზნესი დაიწყო და ღამის კლუბი გახსნა. 2019 წელს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სუნ სიაოგი ისევ დააკავეს.

სასამართლომ 2019 წლის დეკემბერში მისი საქმე განიხილა და დაადგინა, რომ ის "მძიმე დანაშაულში, საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენასა და ქვეყნისთვის უკიდურესად დიდი სოციალური ზარალის მიყენებაშია" დამნაშავე.

სიკვდილით დასჯამდე მამაკაცს ახლობლებთან და ნათესავებთან დამშვიდობების ნებართვა მისცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system