თავში

შანხაიმ სიცივის გამო საფრთხის "ნარინჯისფერი" დონე გამოაცხადა

შანხაიმ სიცივის გამო საფრთხის "ნარინჯისფერი" დონე გამოაცხადა
შანხაიმ სიცივის გამო საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა

შანხაის ცენტრალურმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა სიცივის გამო "საფრთხის "ნარინჯისფერი" დონე გამოაცხადა.

ქალაქის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, -7 და -9 გრადუსამდე დაეცეს. სინოპტიკოსების თქმით, რეგიონში. შესაძლოა. 8 იანვარი ბოლო 20 წლის შემდეგ ამ თვის ყველაზე ცივ დღედ გამოცხადდეს. საცხოვრებელი კომპლექსების მაღალი ტენიანობისა და ცენტრალური გათბობის არარსებობის გათვალისწინებით, ეს ტემპერატურა კრიტიკულად ითვლება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ჰიპოთერმია გაუთბობელ ოთახებსა და ღია სივრცეებში. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, მოხუცებს, ბავშვებსა და ორსულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system