თავში

შანხაის მაცხოვრებლებს კარანტინში გადასვლა შინაურ ცხოველებთან ერთად შეუძლიათ

შანხაის მაცხოვრებლებს კარანტინში გადასვლა შინაურ ცხოველებთან ერთად შეუ
შანხაის მაცხოვრებლებს კარანტინში გადასვლა შინაურ ცხოველებთან ერთად შეუძლიათ

ჩინეთში, ქალაქ შანხაის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაცხოვრებლებს კარანტინში შინაურ ცხოველებთან ერთად გადასვლის ნებართვა მისცა. ამის შესახებ გამოცემა Global Times წერს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის შანხაიში საკარანტინო დაწესებულებებში 28 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული. მათ შორის არიან კოვიდინფიცირებული და ის პირები, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შანხაის მოსახლეობის აღფრთოვანება და კეთილგანწყობა დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ კარანტინში შინაურ ცხოველებთან ერთად გადასვლა მხოლოდ შანხაიშია ნებადართული. მაგალითისთვის, პეკინის ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ არსებობს კორონავირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადაცემის საშიშროება, რის გამოც ინფიცირებულ პირთან მათი კონტაქტი დაუშვებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system