თავში

შანხაიში მამაკაცმა მაკრატლით ცხრა ადამიანი დაჭრა

​შანხაიში მამაკაცმა მაკრატლით ცხრა ადამიანი დაჭრა
შანხაიში მამაკაცმა მაკრატლით ცხრა ადამიანი დაჭრა

მაკრატლით შეიარაღებულმა მამაკაცმა შანხაიში ცხრა ადამიანი მათ შორის ორი პოლიციელი დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდნენ და ეჭვმიტანილი, 26 წლის მამაკაცი ლიუ გაუვნებელყვეს.

ცხრა დაშავებული, მათ შორის ორი პოლიციელი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი შანხაიში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, ის სხვა ქალაქში ფსიქიკური პრობლემების გამო აღრიცხვაზე იმყოფება. გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system