თავში

შანხაიში ყველა კინოთეატრი იკეტება

შანხაიში ყველა კინოთეატრი იკეტება
შანხაიში ყველა კინოთეატრი იკეტება

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, 30 იანვრამდე ყველა კინოთეატრი დაიკეტა და შედეგად 7 ფილმის პრემიერა გადაიდო. მიზეზი კი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გახდა. 

ჩინეთში უკვე 1287 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 41 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.


წყარო: reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system