
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვას ეწვია. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ადგილობრივი დროით 14:45 საათზე შარლ მიშელი და მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება.
მოლოდვას შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა. ის თბილისის აეროპორტში 20:00 საათზე ჩამოფრინდება.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ამასთან, შარლ მიშელი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
შარლ მიშელი საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრება.