თავში

შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. Report.ge-ს ცნობით, განცხადებას ევროპული საბჭო ავრცელებს.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მხარდასაჭერად ექსპერტთა სპეციალურ მისიას შექმნის. ექსპერტთა ჯგუფი ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელმა ერევანსა და ბაქოს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ორ ქვეყანას შორის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენას.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფა იყო.  

"პრეზიდენტმა მიშელმა მოუწოდა როგორც ერევანს, ასევე ბაქოს, აქტიურად კეთილსინდისიერად ჩაერთონ და დეესკალაციის მიმართულებით იმუშაონ. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალების სათანადო დისტანცირების უზრუნველყოფა ინციდენტების პრევენციის აუცილებელი ელემენტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system