თავში

შარლიზ ტერონს გული წყდება, რომ ის "შეშლილ მაქსში" შეცვალეს

​შარლიზ ტერონს გული წყდება, რომ ის "შეშლილ მაქსში" შეცვალეს
შარლიზ ტერონს გული წყდება, რომ ის შეშლილ მაქსში შეცვალეს

მსახიობმა შარლიზ ტერონმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან აღიარა, რომ "შეშლილი მაქსის" პრიქველში სხვა მსახიობით შეცვლამ მას გული გაუტეხა.

კარანტინის დროს რეჟისორმა ჯორჯ მილერმა ონლაინ-გასაუბრება გამართა კანდიდატებთან, რომელთაც ახალგაზრდა ფურიოსას როლის შესრულება სურთ. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ამ როლზე მსახიობი ანა-ტეილორ ჯოი გახდა.

"ეს რთული მისაღებია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯორჯს. ის ნამდვილი ხელოვანია და მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გულს მიტეხს. ჩემი გმირი ნამდვილად შემიყვარდა და მადლობელი ვარ, რომ მის შექმნაში მივიღე მონაწილეობა. ის სამუდამოდ დარჩება იმად, ვისაც სიამაყით გავიხსენებ", - ამბობს შარლიზ ტერონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system