თავში

შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ - ერდოღანი

შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინე
შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ - ერდოღანი

შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი იუწყება, რომ ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა Fatih-მა საქარიას საბადოს Amasra-1-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა. შედეგად, ჯამში, თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 540 მილიარდ კუბური მეტრს შეადგენს.

ერდოღანის თქმით, ბუნებრივი აირის ზღვიდან ხმელეთამდე მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება, რომლისთვისაც საბადოდან ზონგულდაქის პროვინციის ქალაქ ფილიოსამდე 155 კილომეტრიანი გაზსადენი აშენდება.

ახალ საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოები 2023 წლიდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system