თავში

შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები დაიწყო

შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები დაიწყო
შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები დაიწყო

შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები "Poseidon 21" დაიწყო და მისი ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს რუმინეთის პორტ კონსტანცაში შედგა.

სწავლებაში აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, საბერძნეთისა და ესპანეთის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლების მიზანია რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით ალიანსის ძალებზე თავდასხმის შემთხვევაში მასზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის შექმნაა.

სწავლება წყალქვეშა საფრთხეებთან ბრძოლას, ჰიდროგრაფიული დაზვერვას, ნაღმების აღმოჩენასა და განაღმვას მოიცავს. სამხედროები ასევე  გემების, წყალქვეშა ნავებისა და პოტენციური მტრის ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს შეისწავლიან. გარდა ამისა, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰიდრავლიკური კონსტრუქციის აფეთქების დროს ერთობლივ მოქმედებებს შეიმუშავებენ.

სწავლებაში მონაწილეობას ჯამში 700 სამხედრო მიიღებს. წვრთნები 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system