თავში

შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვას 4 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვას 4 ადამიანი ემსხვერპ - განახლებულია
შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვას 4 ადამიანი ემსხვერპლა  - განახლებულია

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე დაღუპული უკრაინის მოქალაქეა.

თურქეთის სამაშველო სამსახურმა შავ ზღვაში ჩაძირული რუსული სატვირთო გემის 5 მგზავრი გადაარჩინა.

ზღვაში დარჩენილი მგზავრების ძებნა ამინდის გაუარესების გამო დროებით შეჩერდა.

ცნობისთვის, დღეს შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროს მიმდებარედ, რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. გემზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ორი რუსეთის მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system