თავში

შეიარაღებულმა მებრძოლებმა კონგოს ციხიდან 900 პატიმარი გაათავისუფლეს

შეიარაღებულმა მებრძოლებმა კონგოს ციხიდან 900 პატიმარი გაათავისუფლეს
შეიარაღებულმა მებრძოლებმა კონგოს ციხიდან 900 პატიმარი გაათავისუფლეს

შეიარაღებულმა მებრძოლთა დაჯგუფებამ ADF-მ კოორდინირებული შეტევის დროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ბენის ციხიდან 900 პატიმარი გაათავისუფლა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

"სამწუხაროდ, მრავალმა მოსულმა თავდამსხმელმა ციხის კარის გატეხვა ელექტრო მოწყობილობებით მოახერხა", - განაცხადა ქალაქის მერმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთმა დაჯგუფებამ არ აიღო, თუმცა ქალაქის მერი მომხდარს უგანდის შეიარაღებულ დაჯგუფებას, მოკავშირეთა დემოკრატიულ ძალებს (ADF) ადანაშაულებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს თავდასხმა ADF-მ გააკეთა", - დასძინა მან.

გაეროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის დასაწყისიდან დაჯგუფება ADF-მ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system