თავში

შეიქმნა ტესტი, რომელის კორონავირუსის "ბრიტანულ" შტამს ერთ საათში ადგენს

შეიქმნა ტესტი, რომელის კორონავირუსის "ბრიტანულ" შტამს ერთ საათში
შეიქმნა ტესტი, რომელის კორონავირუსის ბრიტანულ შტამს ერთ საათში ადგენს

ჩინურმა საწარმომ Yinyuan Pharmaceutical Technology, რომელის კომპანია BGI Genomics-ს ეკუთვნის, შექმნა სწრაფი ტესტი, რომელსაც კორონავირუსის "ბრიტანული" შტამის გამოვლენა შეუძლია. ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

ტესტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მას ინფექციის ახალი შტამის გამოვლენა ერთ საათში შეუძლია. ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა და ახლა მისი ვარიანტის იდენტიფიკაციაა საჭირო.

ექსპრეს ტესტში ARMS-qPCR მეთოდი გამოიყენება, რომელიც მუტირებული ვირუსის შტამების გამოვლენას უმოკლეს დროში უწყობს ხელს.

14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთსი ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, მუტირებული ტიპი დაფიქსირდა, რომელიც უფრო მალე ვრცელდება. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე COVID-19-ის სხვა სახეობები. მის შესაჩერებლად ქვეყანაში დღეიდან ეროვნული ლოქდაუნი ამოქმედდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system