თავში

შემაშფოთებელი შედეგების გამო, აშშ-მა AstraZeneca-ის ვაქცინის კვლევები შეაჩერა

შემაშფოთებელი შედეგების გამო, აშშ-მა AstraZeneca-ის ვაქცინის კ
შემაშფოთებელი შედეგების გამო, აშშ-მა AstraZeneca-ის ვაქცინის კვლევები შეაჩერა

აშშ-ის ჯანდაცვის ორგანოები AstraZeneca-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების განახლების საკითხს განიხილავენ, თუმცა ძირითადი კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება. CNN-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევებში მონაწილე პირებს ნევროლოგიური დაავადებები განუვითარდათ.

AstraZeneca-მა და ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაავადებული მოხალისეების შესახებ სხვადასხვა მოხსენება წარმოადგინეს.

AstraZeneca–მა აღნიშნა, რომ პირველ მოხალისეს, რომელიც დაავადდა, ”გაფანტული სკლეროზის დაუდგენელი შემთხვევა ჰქონდა”. კომპანიის ინფორმაციით, მეორე მოხალისეს ასევე "აუხსნელი დაავადება" განუვითარდა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქალს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ორივე მონაწილე ნევროლოგიურ აშლილობას განიცდიდა. თუმცა, მათ დაავადებებთან ვაქცინის კავშირი დადგენილი არ არის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, საჭიროა დადგინდეს გამოიწვია თუ არა მოხალისეებში დაავადებების განვითარება ვაქცინის მოქმედებამ, თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა. აშშ კვლევების აღდგენის ნებართვას, მხოლოდ აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემდეგ გასცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system