თავში

"შერლოკ ჰოლმსის" ფანებს მნიშვნელოვან ანონსს ჰპირდებიან - VIDEO

​"შერლოკ ჰოლმსის" ფანებს მნიშვნელოვან ანონსს ჰპირდებიან
შერლოკ ჰოლმსის ფანებს მნიშვნელოვან ანონსს ჰპირდებიან - VIDEO

ცნობილი ინგლისელი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის ფანებს, რომელსაც რობერტ დაუნი-უმცროსი ასრულებს, მნიშვნელოვანი ანონსი ელოდება. პროექტის "ფეისბუქ"-გვერდზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი საბეჭდ მანქანაზე დოქტორი უოტსონისთვის გზავნილს ბეჭდავს.

"არაფერია იმაზე უხილავი, ვიდრე ნათელი ფაქტი. საიდუმლო ამ წლის სექტემბერში გელოდებათ", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

აუდიტორია ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა, ნანატრი მესამე სერიის ანონსი იყოს.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ფილმის "შერლოკ ჰოლმსი 3-ის" გადაღება 2020 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა გეგმები ახალი კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა.

გავრცელებული ცნობებით, ფილმის მესამე ნაწილის მოვლენები ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლებს. მთავარ როლებს ისევ რობერტ დაუნი-უმცროსი და ჯუდ ლოუ შეასრულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system