თავში

შერონ სტოუნმა გაიხსენა, როგორ დაეცა მას მეხი

შერონ სტოუნმა გაიხსენა, როგორ დაეცა მას მეხი
შერონ სტოუნმა გაიხსენა, როგორ დაეცა მას მეხი

ბრიტანელი კომიკოსის, ბრეტ გოლდშტეინის პოდკასტში სტუმრობისას, მსახიობმა შერონ სტოუნმა გაიხსენა, როგორ დაეცა მას მეხი.

მსახიობის თქმით, ის სახლის საქმეებით იყო დაკავებული. კერძო სახლის ტერიტორიაზე ჭა იყო.

"მე უთოში წყალს ვასხამდი და ერთი ხელი ონკანზე მედო. ამ დროს ჭას მეხი დაეცა, წყალი განათდა", - ამბობს სტოუნი.

მსახიობის თქმით, ის "ჰაერში ავარდა და სამზარეულოს ბოლოში გადავარდა".

სახლში ამ დროს შერონ სტოუნის დედა იმყოფებოდა, რომელმაც შვილის საავადმყოფოში მიიყვანა. ექიმებმა ის დაამშვიდეს და უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, 10 დღის განმავლობაში მას ელექტროკარდიოგრამის გაკეთება ყოველ დღე უწევდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system