თავში

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით დაზიანებული ფილტვების ბოლომდე განკურნება?

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით დაზიანებული
შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით დაზიანებული ფილტვების ბოლომდე განკურნება?

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ფილტვებში ანომალიებს იწვევს, რომელიც პაციენტის ორგანიზმში ვირუსის დასრულებიდან 3 თვის შემდეგაც რჩება. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ამ დასკვნადე სპეციალსიტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც აღმოაჩინეს, რომ პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანეს და საავადმყოფოში ყოფნა არც დასჭირდათ, გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგ სუნთქვის გართულება, ქოშინი და დაღლილობა აღენიშნებოდათ. კვლევისას მათი ფილტვების გარკვეული უბნებზე დაზიანებები აღმოჩნდა, რის გამოც ამ ადგილებში სისხლში ჟანგბადის მიწოდება სათანადოდ ვერ ხდებოდა და ადამიანებს სუნთქვა უჭირდათ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის ახალი ტექნიკა - ქსენონის გაზი გამოიყენეს, რომელიც რენტგენით კვლევისგან განსხვავებით, ფლტვებში უნცირეს დაიზანებებსაც კი აჩვენებს.

მეცნიერები კველვის გაფართოებას გაეგმავენ, რომლეშიც სულ მცრე 100 პაციენტი ჩაერთვება. დაკვირვების მიზანია დადგინდეს, იწვევს თუ არა კორონავირუსის ნებისმიერი ფორმა - რთული, თუ მსუბუქი - ფილტვებში ანომალიებს. რამდენად სერიოზულია ეს გართულებები და რა შეიძლება მოჰყვეს მათ. შესაძლებელია თუ არა დაზიანებული ადგილების მკურნალობა, თუ ისინი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system