თავში

შესაძლებელია თუ არა ლიფტში COVID-19-ით დაინფიცირება

შესაძლებელია თუ არა ლიფტში COVID-19-ით დაინფიცირება
შესაძლებელია თუ არა ლიფტში COVID-19-ით დაინფიცირება

ლიფტი და სადარბაზო საცხოვრებელი სახლის ის ზონებია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რისკი მაღალია. ამის შესახებ აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორმა, ანჩა ბარანოვამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ლიფტით კოვიდინფიცირებული მგზავრობდა, დახურული სივრცის გამო, ჰაერში ინფექციის ნაწილაკები რჩება.

"თუ ლიფტმა მოძრაობა დაიწყო, ღრუბელი, რომელიც ზედა ნაწილში იყო, ქვევით იწევს და გამოდის, რომ თქვენ მასში მოხვდებით", - ამბობს ბიოლოგი.

ლიფტის ნაცვლად, ბარანოვა კიბის გამოყენებას ურჩევს, განსაკუთრებით, თუ მას გარეთ გასასვლელი აქვს. ასევე ბიოლოგის თქმით, დიდ დახურულ სივრცეებში ყოფნა შედარებით უსაფრთხოა, ვიდრე პატარაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტის შემთხვევაში ინფიცირების რისკი მაღალია, რადგან იქ ნაკლები ჰაერია. ქუჩა შედარებით უსაფრთხო ადგილია.

"თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ინფიცირება შეუძლებელია, უბრალოდ რისკები გაცილებით ნაკლებია", - განაცხადა ბიოლოგმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system