თავში

შესაძლებელია თუ არა ტვინის სიმსივნის პროცესის შეჩერება?

შესაძლებელია თუ არა ტვინის სიმსივნის პროცესის შეჩერება?
შესაძლებელია თუ არა ტვინის სიმსივნის პროცესის შეჩერება?

აშშ-ის სან-დიეგოს Sanford Burnham Prebys Medical Discovery მეცნიერებმა ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის შეჩერების ახალ გზას მიაგნეს.

ექიმებმა საკუთარი ჰიპოთეზის დამტკიცება შეძლეს. აღმოჩენის თანახმად, თუ დაიბლოკება ბირთვული კომპლექსის მშენებლობის პროცესი, რომელიც უჯრედის ბირთვში ნივთიერებების გადატანის პროცესს უზრუნველყოფს და პირიქით, მაშინ სიმსივნის ზრდა შენელდება, ჯანმრთელი უჯრედები კი ხელუხლებელი რჩება.

ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ბირთვული პორების მშენებლობისთვის ხელის შეშლა სიმსივნური უჯრედების ზრდის პროცესს ანგრევს, თუმცა ჯანმრთელ უჯრედებზე გავლენას არ ახდენს. ისინი დროებით ზრდას წყვეტენ, შემდეგ კი ხელახლა აღდგებიან.

სპეციალისტების განცხადებით, ეს მიგნება, შესაძლოა, ახალი მიმართულება იყოს ტვინის სიმსივნესთან ბრძოლაში და პრობლემის გადაჭრა, მის დაგვიანებულ სტადიაზეც კი, შესაძლებელი გახადოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system