თავში

შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება - ფაუჩი

შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება - ფაუჩი
შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება - ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შეერთებული შტატებში ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარე წლის დასასრულს ან 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება.

"თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაშია", – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, მანამდე, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობაზე კომპანია "ფაიზერის" აღმასრულებელმა დირექტორმაც განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system