თავში

შესაძლოა COVID-19-ზე ვაქცინაცია ყოველწლიურად გახდეს საჭირო - Pfizer

შესაძლოა COVID-19-ზე ვაქცინაცია ყოველწლიურად გახდეს საჭირო - Pfizer
შესაძლოა COVID-19-ზე ვაქცინაცია ყოველწლიურად გახდეს საჭირო -  Pfizer

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზის დამატება ყოველწლიურად გახდეს საჭირო. ამის შესახებ Pfizer-ის დირექტორმა ტელეკომპანია CNBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

გარდა ამისა, ბურლას თქმით, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში, შესაძლოა, ვაქცინის მესამე დოზის დამატება იყოს საჭირო.

”სავარაუდო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ მესამე დოზის მიღება, შესაძლოა, სრულად ვაქცინირების შემდეგ 6-დან 12 თვემდე პერიოდში იყოს საჭირო. შემდეგ კი, შესაძლოა, ყოველწლიური რევაქცინაცია ჩატარდეს.  მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს”, - განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს. 

მანამდე, Johnson & Johnson-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გორსკიმ CNBC-სთან განაცხადა, რომ შესაძლოა, სეზონურ გრიპზე აცრის მსგავსად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system